სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვედა სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს

01.03.24 12:24
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვედა სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს

მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით გრძელდება ხელმოწერების შეგროვება.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვედა სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგ რძელებენ. 

ხელმოწერების კამპანია მომდევნო დღეებში თელავში, გურჯა ანსა და ზუგდიდში გაიმართება, ხოლო შემაჯამებელი ხემოწერა მიშას თავისუფლებისთვის კი წალენჯიხაში. 

ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეების  განმავლობაში ძალიან მზარდია საზოგადოების ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოება ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სალომე ზურაბიშვილისგან და სალომე ზურაბიშვილმაც უნდა გაიაზროს ეს მოთხოვნა ქართული საზოგადოების და აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ჩვენი ევროინტეგრაციის, განვითარების გზაზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლება, რადგან ყველამ ვიცით, რომ ის არის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო შესვა ევროპულ რელსებზე, საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროდასავლური საზოგადოების მხრიდან, რომელიც მრავლად არის საქართველოში წარმოდგენილი, არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მიმართულების მდივანმა, იგორ ნარმანიამ

გრძელდება ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ასი ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქართული საზოგადოების მზაობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს ამ ქვეყნის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, წინასაარჩევნოდ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რადგან მიხეილ სააკაშვილის მსგავსი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურის ყოფნა თავისუფლებაზე შეცვლის ყველაფერს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ჩვენ, მოგვეცემა შესაძლებლობა ქართველ ხალხთან ერთად რეალურად მოვახერხოთ ცვლილებები და შევცვალოთ „ქართული ოცნება“ და გავუშვათ ისინი იქ, სადაც მათი ადგილია და დავიწყოთ ამ ქვეყნის აღმშენებლობა თავიდან,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი კუპატაძემ.

მსგავსი სიახლეები