პირველია პრეზიდენტის რანგში, ვინც პატრიარქზე და საპატრიარქოზე რაღაც თქვა - დავით ბერძენიშვილი ზურაბიშვილზე

01.03.24 12:35
პირველია პრეზიდენტის რანგში, ვინც პატრიარქზე და საპატრიარქოზე რაღაც თქვა - დავით ბერძენიშვილი ზურაბიშვილზე

დავით ბერძენიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირველია პრეზიდენტის რანგში, ვინც პატრიარქზე და საპატრიარქოზე რაღაც თქვა. 

ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლებებს ყველა იმ ადამიანის მტრის ხატად ქცევა სჩვევიათ, ვინც სიმართლეს ამბობს.

მემგონი პირველია პრეზიდენტის რანგში, ვინც პატრიარქზე და საპატრიარქოზე რაღაც თქვა. ჩვენს ხელისუფლებებს ჭირს სამწუხაროდ ეს პროცესი, რომ ამოეფარონ, მტრის ხატად აქციონ ყველა ის ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ორჯერ ორი არის ოთხი", - ამბობს დავით ბერძენიშვილი. 

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" ახალი შეტევა წამოიწყო. პრეზიდენტის განცხადებები საპატრიარქოს რიტორიკის ცვლილების შესახებ ხელისუფლებამ ამჯერადაც საბაბად გამოიყენა და ლონდონიდან მიღებულ გზავნილებს თბილისში მწვავე კრიტიკით შეხვდა.

საპატრიარქოს მაღალი იერარქები კი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზურაბიშვილი საეკლესიო საკითხებში ერევა. ფეისბუქზე გააქტიურდნენ ოცნების მხარდამჭერებიც და მართლმადიდებელი ეკლესიისგან რეაგირებას ითხოვენ.

ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა ლონდონში დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ საპატრიარქომ პროდასავლური საზოგადოების განწყობა საკუთარ რიტორიკაშიც უნდა ასახოს.

“ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.

ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები