არასწორია, პირი მოვიდეს პოლიტიკაში, რომ შეწყდეს მის მიმართ სამართლებრივი დევნა - მაჭარაშვილი ხაზარაძეზე

02.07.21 13:29
არასწორია, პირი მოვიდეს პოლიტიკაში, რომ შეწყდეს მის მიმართ სამართლებრივი დევნა - მაჭარაშვილი ხაზარაძეზე

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი, ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკაში მოსვლა სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას არ ნიშნავს. 

არ შეიძლება, რომ პოლიტიკოსმა გააკეთოს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებები იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი, თუ ირიბი ზეწოლა მოსამართლეზე. 

ჩვენ თუ ნებისმიერ სისხლის სამართლი საქმესთან დაკავშირებით ვიტყვით, რომ ეს არის პოლიტიკურად აღქმული, ეს არის აღქმის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. თუ პირი გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში მოვიდეს იმის გამო, რომ მის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, ეს არის არასწორი მიდგომა", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები