კობახიძე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს

01.03.24 13:07
კობახიძე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს

ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს. "პირვლების" კითხვაზე, ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ეს არის მუშა პროცესი და ამ პროცესში რა როგორ განვითარდება მან არ იცის.

ამჟამად, ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი ვარ, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, პროცესია ყველაფერი, პროცესში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. არაფერს არ გამოვრიცხავ", - განაცხადა კობახიძემ.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იქნებოდა. კობახიძე დღეს ამბობს, რომ ცვლილებებს არც აპირებდა, უბრალოდ სხვა მოცემულება დაუდგა და იძულებული გახდა ეს ჯანდაცვის მინისტრი "შეეცვალა".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.  პრემიერმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ სიცრუეში ამხილა, ერთი კვირის თავზე კი ის სამსახურიდან გადადგა.

"პირველების" ინფორმაციით, ცვლილებები უახლოეს პერიოდში შეეხება საგარეო სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს.

მსგავსი სიახლეები