მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი იქნება, ვიმედოვნებთ, რომ თავის ფეხით დაბრუნდება სამშობლოში - მამალაძე

01.03.24 13:09
მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი იქნება, ვიმედოვნებთ, რომ თავის ფეხით დაბრუნდება სამშობლოში - მამალაძე

"მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი იქნება, ვიმედოვნებთ, რომ თავის ფეხით დაბრუნდება სამშობლოში," - ამ განცხადებას "პირველებთან" დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აკეთებს.

თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზი სამკურნალოდ თურქეთში მიჰყავთ, თუმცა წინასწარვე იციან, რომ მკურნალობის პროცესი ხანგრძლივი იქნება.

რაც შეეხება, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მამა გიორგი მამალაძესთან დაკონტაქტებას, დეკანოზის ძმა ამბობს, რომ კონკრეტული სასულიერო პირები გათავისუფლების შემდეგ მამა გიორგი მამალაძეს ურეკავენ მუდმივად, თუმცა ერთ-ერთი სასულიერო პირი, ვინც დეკანოზს ამ დრომდე კვლავ არ დაკავშირებია მეუფე დიმიტრია.

მივდივართ სტამბოლში. ოჯახმა ვიცით, რომ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, ხედავთ, რა მდგომარეობაშია და ვიმედოვნებთ, რომ თავის ფეხით დაბრუნდება სამშობლოში. არათუ გადაადგილება, ჯდომაც კი არ შეუძლია დამოუკიდებლად. პირველი ეტაპის სახსრები მოპოვებული გვაქვს ოჯახს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხანგრძლივი პროცესი უნდა იყოს და თანხებთან იქნება დაკავშირებული, ჩავიდეთ უნდა, გავერკვეთ, რა, როგორ უნდა და ამის შემდეგ, რასაკვირველია, გვაქვს იმის იმედი, რომ კეთილი ადამიანები შეძლებენ ჩვენს დახმარებას.
მეუფე დიმიტრი არ გამოჩენილა, არც თავისი ეპარქიიდან არცერთი სასულიერო პირი არ გამოჩენილა, მაგრამ ის მაღალი იერარქები, რომლებიც თავდაპირველად ჩემი ძმის უდანაშაულობის არ სჯეროდათ, დარწმუნდნენ ჩემი ძმის უდანაშაულობაში და გამოსვლიდან დღემდე რეკავენ, გვილოცავენ, გამოჯანმრთელებას გვისურვებენ,“ - ამბობს თორნიკე მამალაძე.

 

მსგავსი სიახლეები