უპირებენ თუ არა არჩილ თალაკვაძეს ჯანდაცვის მინისტრობას? - რას ამბობს დეპუტატი
უპირებენ თუ არა არჩილ თალაკვაძეს ჯანდაცვის მინისტრობას? - "ოცნების" დეპუტატი ინფრომაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. "პირველების" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ თალაკვაძე ამბობს, რომ ახლა ყველაფერი ირაკლი კობახიძის გადასაწყვეტია.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრი საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება.
დარწმუნებულები ვართ, რომ პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჯანდაცვის და სოციალურ სექტორში კიდევ უფრო მეტი პროგრესისი მიღწევას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება შერჩეული ამ პოზიციისთვის. ნებისმიერ შემთხვვეაში, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას ექნება გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ მინისტრობის ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით, მე არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ამაზე მეტს ამ საკითხზე ვერაფერს ვერ გეტყვით", - ამბობს არჩლ თალაკვაძე.
"პირველების" ინფრომაციით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად არჩილ თალაკვაძე განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. პრემიერმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ სიცრუეში ამხილა, ერთი კვირის თავზე კი ის სამსახურიდან გადადგა.
"პირველების" ინფორმაციით, ცვლილებები უახლოეს პერიოდში შეეხება საგარეო სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს.