პრემიერი ამტკიცებს, რომ ილკან მელიკოვის გატაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

01.03.24 13:28
პრემიერი ამტკიცებს, რომ ილკან მელიკოვის გატაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს პრემიერი თბილისის ცენტრიდან რუსეთის მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. აღნიშნულით ირაკლი კობახიძე, ფაქტორბივად, ადასტურებს, რომ ილკან მელიკოვის გატაცების შესახებ ინფრომირებული იყო. 

მე მგონია, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ინფორმაცია არის არასწორი. შეგიძლიათ დამატებით მოიძიოთ და დარწმუნდებით, რომ ეს ინფორმაცია არის არასწორი. ყველამ ყველაფერი შეიძლება თქვას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოიზიოთ ინფორმაცია და დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, - თქვა კობახიძემ. 

რუსეთიდან გამოქცეული კაცი, თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში იძულებით დააბრუნეს. ილკინ მელიკოვი, რომელსაც, პუტინის რეჟიმი ტერორიზმისს ბრალდებით ასამართლებს, დუმილს ციხიდან არღვევს. მელიკოვი რუსული დამოუკიდებელი მედიის "ინსაიდერის" ჟურნალისტებს უმტკიცებს, რომ წლების განმავლობაში მას პუტინის პოლიცია სცემდა და ნარკოტიკების „ჩადებით“ ემუქრებოდა. რეჟიმს გამოქცეულს კი თბილისის ცენტრში სამოქალაქო ფორმიანმა მამაკაცებმა მიაგნეს და გაიტაცეს, თან ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. მელიკოვი ამტკიცებს, რომ საზღვარი იძულებით გადააკვეთინეს, შემდეგ კი იზოლატორიდან იზოლატორში გადაჰყავდათ.  

მსგავსი სიახლეები