რუსეთიდან გამოქცეული კაცი, თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში იძულებით დააბრუნეს - ილკინ მელიკოვი დუმილს რუსეთის ციხიდან არღვევს
რუსეთიდან გამოქცეული კაცი, თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში იძულებით დააბრუნეს. ილკინ მელიკოვი, რომელსაც, პუტინის რეჟიმი ტერორიზმისს ბრალდებით ასამართლებს, დუმილს ციხიდან არღვევს. მელიკოვი რუსული დამოუკიდებელი მედიის "ინსაიდერის" ჟურნალისტებს უმტკიცებს, რომ წლების განმავლობაში მას პუტინის პოლიცია სცემდა და ნარკოტიკების „ჩადებით“ ემუქრებოდა. რეჟიმს გამოქცეულს კი თბილისის ცენტრში სამოქალაქო ფორმიანმა მამაკაცებმა მიაგნეს და გაიტაცეს, თან ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. მელიკოვი ამტკიცებს, რომ საზღვარი იძულებით გადააკვეთინეს, შემდეგ კი იზოლატორიდან იზოლატორში გადაჰყავდათ. ამ დროისათვის მელიკოვი ეკატერინბურგის ციხეში იმყოფება.
საქართველოში რუსული დამოუკიდებელი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მოქალაქეს თბილისის ცენტრიდან იტაცებენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებასაც ადანაშაულებენ, რომელიც, მათი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან არაფორმალურად არის გარიგებული.
უკვე აღარაფერი მიკვირს, რადგან გვქონდა რაფაელ შეპელევის ქეისი, როდესაც ის რამდენიმე თვის წინ თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან პირდაპირ რუსულ ციხეში აღმოჩნდა. ის რუსული მეთოდებით და მანიპულაციებით გაიტაცეს. რაც შეეხება ახალ შემთხვევას, მას ჰქვია ილკინ მელიკოვი. როგორც თავად ამბობს, ის გაიტაცეს 2022 წლის აპრილში, როცა ომში გაწვევების დროს აქ ათასობით რუსი ჩამოდიოდა, რომლებიც ომს გამოექცნენ. ის ახლა რუსეთში იმყოფება. ეს ყველაფერი კიედვ გადასამოწმებელია, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მასთან მივიდნენ სამოქალაქო ფორმიანები, დაიჭირეს და კავკასიონით რუსეთში გადაიყვანეს. აიძლეს, დაეწერა,რ ომ კანონიერად გადაკვეთა საზღვარი და ვლადიკავკაზიდან მისი ეტაპირება მოხად ციხეში, სადაც ახლა იმყოფება. ეს არის საქართველოშ რუსი ოპოზიცინერების გატაცების მეორე შემთხვევა, რადგან ილკინ მელიკოვს ტერორიზმის ბრალდების გამო ეძებდნენ ისევე, როგორც შეპელიოვი, რომელიც აქტივიზმის ან ანარქიზმის გამო, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იყო ძებნილი. შეიძლება ადამიანი ისე გაქრეს და რუსულ ციხეში აღმოჩნდეს, რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს. მოდი, ამაზე ყველამ თავად გასცეს პასუხი, - ამბობს საქართველოში რუსული ორგანზაციის წარმომადგენელი.
როგორ ქრებიან რუსეთის მოქალაქეები საქართელოდან ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ გებულობს, პასუხი ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს.