"შეწყვიტეთ ძაღლების ხოცვა" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

15.11.26 20:45
"შეწყვიტეთ ძაღლების ხოცვა" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველების აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ცხოველების სავარაუდო ხოცვას აპროტესტებენ და მუნიციპალურ თავშესაფრებში საგამოძებო მოქმედებების ჩატყარებას ითხოვენ. ისინი ასევე ძაღლების მოკვდინებაში პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. 

ძაღლები თვეებია უკვე ქრებიან, მიმკედლებლები ვერ ვაგნებდით მათ. მონიტორინგის სააგენტოში ვკითხულობდით, მაგრამ ჯიუტად უარყოფდნენ მათ გაუჩინარებას და მათი მხრიდან ძაღლების წაყვანას, თუმცაღა ორი კვირის წინ აღმოვაჩინეთ სამარხები. ევთანაზიაც არ გაუკეთდათ მათ, ლეშების ნატანჯი სახეები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არაჰუმანურად მოკვდინებულები. ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, ვაპროტესტებთ, გვინდა, ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას, - ამბობს აქციის მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები