გაგლოევმა ე.წ. დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

01.03.24 13:29
გაგლოევმა ე.წ. დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსეი ვარზიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერის "განკარგულებაში" წერია, რომ ვარზიევის მოვალეობების შესრულება მის "მოადგილეს", ანდრეი გაგლოევს დაეკისრა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რეზერვის პოლკოვნიკი, ალექსეი ვარზიევი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დაზვერვას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2023 წლის ოქტომბერში მან სააგენტო "რესს"-თან თქვა, რომ საქართველო "არ აპირებს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების საკუთარ შემადგენლობაში დაბრუნების რევანშისტურ იდეაზე".

მსგავსი სიახლეები