გახდება თუ არა ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

02.07.21 13:35
გახდება თუ არა ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შესაძლოა, პოსტი დატოვოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დაიკავოს. დაზუსტებით ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. თვის ბოლოს თამაზ ცაბუტაშვილს 10 წლიანი ვადა ეწურება და სწორედ მის შემცვლელად განიხილება ირაკლი კობახიძე. არსებული ინფორმაციით, ცაბუტაშვილი თავის მხრივ,  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას, ჩაანაცვლებს. 

ტურავა ამბობს, რომ ახალი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არ იცის, იქნება თუ არა მისი კონკურენტი ირაკლი კობახიძე. 

ამ თემაზე არავის არასდროს არაფერი უთქვამს. ეს ჩემი გადასაწყვეტიც არ არის. გადაწყვეტილებას ღებულობს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ირაკლი კობახიძე არის აქტიური პოლიტიკოსი და არა მგონია, რომ ასეთი ცვლილება მის გეგმებში შედიოდეს, - ამბობს ტურავა.

ახალ კანდიდატურაზე ინფორმაციას არც სხვა მოსამართლეები ფლობენ.