ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავდა 2 ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი. ინფორმაციას AJARATIMES.GE ავრცელებს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, შარტავას ქუჩაზე მოხდა. შეჯახებისას ასევე, კიდევ ორი ავტომობილი დაზიანდა.
შემთხვევის ადგილზეა საპატრულო პოლიცია, ფაქტზე დაიწყო გამოძიება.