ზურაბიშვილის განცხადებას ახსნა-განმარტებაც კი ვეღარ უშველის - თალაკვაძე

01.03.24 14:09
ზურაბიშვილის განცხადებას ახსნა-განმარტებაც კი ვეღარ უშველის - თალაკვაძე

მიუღებელს და არასამართლიან უწოდებს "ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლონდონში გაკეთებულ განცხადებას საპატრიარქოზე. 

თალაკვაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადებას ახსნა-განმარტებაც კი ვეღარ უშველის.

მართლმადიდელური ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენს ხალხს. რა თქმა უნდა, მიუღებელია, არასამართლიანია და ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია ასეთი შეფასება და ასეთი განცხადება. ამას ახსნა-განმარტებაც კი ვეღარ უშველის", - ამბობს თალაკვაძე.

"პირველების" კითხვაზე, "საპატრიარქოს არ უსმენდა და უთვალთავლებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახური", არჩილ თალაკვაძის პასუხია - "ფაბრიკაციებზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ"

"ოცნების" შტურმის გარდა, საპატრიარქოს მაღალი იერარქები კი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზურაბიშვილი საეკლესიო საკითხებში ერევა. ფეისბუქზე გააქტიურდნენ ოცნების მხარდამჭერებიც და მართლმადიდებელი ეკლესიისგან რეაგირებას ითხოვენ.

ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა ლონდონში დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ საპატრიარქომ პროდასავლური საზოგადოების განწყობა საკუთარ რიტორიკაშიც უნდა ასახოს.

“ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.

ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები