გამიჯვნისკენ მოწოდება ავლენს არა მარტო რუსეთის მსახურებას, არამედ ტოტალურ უმეცრებას - გეგელია
გამიჯვნისკენ მოწოდება ავლენს არა მარტო რუსეთის მსახურებას, არამედ ტოტალურ უმეცრებას - ამ განცხადებით აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ ევროკავშირის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც გეგელია ამბობს, როგორც პრემიერის, ისე პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებები, რომ ევროკავშირი ევროპარლამენტარების განცხადებებს გაემიჯნოს, არის "ტოტალური უმეცრების" მაჩვენებელი.
როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროპულ პარლამენტს უნდა გაემიჯნოს ევროპული კავშირი, ის ავლენს არა მარტო რუსეთის მსახურებას, არამედ ტოტალურ უმეცრებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ევროპული ინსტიტუტები და საერთოდ რას ნიშნავს ევროპული პოლიტიკა. მე ეს მახსენებს თვეების წინ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ევროპული კომისიის პრეზიდენტს მოუწოდეს, გამიჯნოდა ევროპულ პარლამენტს. ასეთი ტოტალური უმეცრება არის ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მომართული ყოველდღიურად,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.