„ქართული ოცნება“ არის მთავარი დეზინფორმატორი, მათ არ უნდათ, საქართველო ევროპაში - მანჯგალაძე
"„ქართული ოცნება“ არის მთავარი დეზინფორმატორი, ხალხს უკეთებენ არასწორ აღქმებს, თითქოს ევროპარლამენტარები ასეთი ოდიოზური ხალხია," - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აკეთებს.
მანჯგალაძე კრიტიკულად აფასებს როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე პრემიერის განცხადებებს ევროკავშირსა და ევროპარლამენტთან დაკავშირებით, რა დროსაც მაღალი თანამდებობის პირებმა მოუწოდევს EU-ს რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტარების განცხადებებს.
"ქართულ ოცნებას" არ უნდა, საქართველო ევროპაში - ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ შექმნან იმიტაცია, თითქოს რეკომენდაციებს ასრულებენ, ამ დროს არ ასრულებენ, იმიტომ, რომ მათთვის მთავარი ამოცანა არის არა ევროკავშირი და იმ პრობლემების მოგვარება, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვს, არამედ მათთვის მთავარი ამოცანა არის სკამის შენარჩუნება,“ - ამბობს მანჯგალაძე.