არჩევნებისთვის სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს პოლარიზაციის დაძლევა - ბოკუჩავა
"პრეზიდენტი სააკაშვილი რომ განმსაზღვრელი პოლიტიკური ფაქტორია და ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია, სწორედ ამიტომ იმყოფება ის დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში," - ამ განცხადებით პასუხობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "ოცნების" მაღალჩინოსნების უკმაყოფილებას ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.
ბოკუჩავას შეფასებით, ქვეყანაში არჩევნები რომ ჩატარდეს სამართლიან გარემოში, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
ამიტომ არის ასევე მნიშვნელოვანი მისი გათავისუფლება განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ამ გადამწყვეტი არჩევნების წინ, რომ ჩვენ შევძლოთ პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება, პოლარიზაციის დაძლევა,“ - ამბობს ბოკუჩავა.