"ღირსეული ადამიანის გასათვალისწინებელი განცხადება" - სოფო ჯაფარიძე მეუფე იობის ქადაგებაზე

01.03.24 15:33
"ღირსეული ადამიანის გასათვალისწინებელი განცხადება" - სოფო ჯაფარიძე მეუფე იობის ქადაგებაზე

ვხეავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადმაიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათვაისუფლებას, - ასე ეხმიანება მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის ქადაგებას. ოპოზიციის წევრის თქმით, მეუფე იობის განცხადება ყველასთვის გასათვალისწინებელი უნდა იყოს. 

ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღირსეული ადამიანის, მეუფე იობის ქადაგებიდან ნაწყვეტი, როდესაც ის აღნიშნავს და კიდევ ერთხელ გვახსენებს მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას ეკლესიის და ქვეყნის წინაშე და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის უნდა იყოს გასათვალისწინებელი, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმლიტი მეუფე იობიც უერთდება. ქადაგების დროს სასულიერო პირმა ეკლესიის წინაშე მესამე პრეზიდენტის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება.

მსგავსი სიახლეები