ან ევროპა ან ლგბტ პროპაგანდა, ან ევროპა ან სააკაშვილი, საკითხის ასე დაყენებას უმძიმესი შედეგები მოჰყვება - მდინარაძე

01.03.24 15:24
ან ევროპა ან ლგბტ პროპაგანდა, ან ევროპა ან  სააკაშვილი, საკითხის ასე დაყენებას უმძიმესი შედეგები მოჰყვება - მდინარაძე

"არ მგონია, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ასე დაგვიყენონ საკითხი - ან ევროპა ან ლგბტ პროპაგანდა, ან ევროპა ან მიხეილ სააკაშვილი, ასე საკითხის დაყენებას უმძიმესი შედეგები მოჰყვება", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე აკეთებს.

მდინარაძე ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს მიღებული რეზოლუციის გამო.

მიხეილ სააკაშვილი რომ გინდათ წარმოაჩინოთ მოდერნიზაციის სიმბოლოდ - თქვენს ტელევიზიას, თქვენს მხარდამჭერ ანა ფოტიგას და სხვებს, ამაზე ანტიდასავლურის გაკეთება წარმოუდგენელია.
ვიღაცებმა ისიც კი გაბედეს, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა შეიძლება მოლაპარაკებებთან იყოს დაკავშირებულიო. თუკი ასეთი საკითხები იქნება დაკავშირებული მოლაპარაკების გახსნასთან, მიხეილ სააკაშვილი თუ მოდერნიზაციის სიმბოლოდ ამოირჩიეთ, მოლაპარაკებას არ გაგიხსნით, თუ ლგბტ პროპაგანდა არ გაღვივდა საქართველოში მოლაპარაკებებს არ გაგიხსნით - ქართველი კაცი და ქალი, საქართველოს მოქალაქე არასდროს დათმობს სიმართლეს, ეროვნულობას, ეროვნულ იდენტობას, ტრადიციებს და ამის ხარჯზე ევროპულობას, თუ შეიძლება, ნუ შემოგვთავაზებთ - არ მგონია, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ასე დაგვიყენონ საკითხი - ან ევროპა ან ლგბტ პროპაგანდა, ან ევროპა ან მიხეილ სააკაშვილი, ასე საკითხის დაყენებას უმძიმესი შედეგები მოჰყვება,“ - ამბობს მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები