კალაძე: ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი უნდა გაემიჯნოს ევროპარლამენტარების განცხადებებს

01.03.24 15:30
კალაძე: ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი უნდა გაემიჯნოს ევროპარლამენტარების განცხადებებს

თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირზე წნეხის მიტანას აგრძელებს და თანაპარტიელების მსგავსად EU-ს მოუწოდებს, რომ ევროპარლამენტარების განცხადებებს გაემიჯნოს.

პრემიერ ირაკლი კობახიძის მსგავსად, კახა კალაძე ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები პირად საუბრებში განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ და კარგი იქნება, თუ ამას საჯაროდაც იტყვიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებას არ გამორიცხავს.

ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი უნდა გაემიჯნოს ამ განცხადებებს, პირად საუბრებში აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება არის ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ყველაფრის გამიჯვნა იმიტომ, რომ ამ ტიპის განცხადებები, როდესაც შენ გეუბნებიან თეთრზე შავს, დამაზიანებელია და აზიანებს საგარეო ურთიერთობებს,“ - ამბობს კალაძე. 

მსგავსი სიახლეები