ოლიგარქიული გავლენა ზეგავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ საქმეებზე - Freedom House
საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა - ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშშია საუბარი.
ორგანიზაციის ანგარიშში - „თავისუფლება მსოფლიოში 2024“ საქართველოს 100 ქულიდან 58 აქვს მინიჭებული, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი - 60-დან 36.
Freedom House-ი წერს, რომ ოლიგარქიული გავლენა ზეგავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზაცია და სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული.