ქადაგების დროს სუს-მა ხალხს ტელეფონები ჩაუხშო - სააკაშვილი მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილი მეუფე იობის მხრიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნას ეხმაურება. როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ქადაგების დროს სუს-მა ეკლესიაში შეკრებილ ხალხს ტელეფონები ჩაუხშო.
ამას გარდა, სააკაშვილი ამბობს, რომ ვივა-მედში მისულ მეუფეს რამდენიმე კვირის წინ სუს-ის წარმომადგენლებმა მოატყუეს, თითქოს სააკაშვილს მისი ნახვა არ უნდოდა.
საეკლესიო ლიდერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ
მეუფე იობი მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მას ვინმე, არის ჩვენი ეკლესიის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი, რომელსაც მის მრავალრიცხოვან მრევლში დამსახურებული ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი. არასდროს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრა 2003 წლის დასაწყისში, როდესაც მან შემდგომი ბრძოლისთვის დაგვლოცა.
რამდენადაც ვიცი ამ კონკრეტული ქადაგების დროს სუს-მა ეკლესიაში შეკრებილ ხალხს ტელეფონები ჩაუხშო.
ამ რამდენიმე კვირის წინ კი მეუფე, რომელსაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩემგან არაფერი მოუთხოვია, ჩემს სანუგეშოდ იყო მოსული კლინიკაში და სუს-ის წარმომადგენლებმა ურცხვად იცრუეს, რომ მე მისი ნახვა არ მსურდა და უკან გააბრუნეს.
მეუფეს ქადაგების გადასაფარად, რომელიც დავითობის დღეს ჩატარდა, საწინააღმდეგოს სათქმელად სუს-თან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ორი მღვდელი გამოიყვანეს, მაგრამ ეს ცალკეული ელემენტები ვერ შეარყევენ ჩემს რწმენას ჩვენს ეკლესიაში და მის ჯანმრთელ ბირთვში," - წერს სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმლიტი მეუფე იობიც უერთდება.