ღარიბაშვილის გუნდის შავი პარასკევი - კობახიძემ ექსპრემიერის კადრების წმენდა დაიწყო
ღარიბაშვილს პირველ პარტიულ ტურნეში კობახიძემ მისი კადრების წმენდა გზად დააწია. ახლა "ოცნების" თავმჯდომარეს, რომელიც ამომრჩეველთან გასვლით შეხვედრებს ხვალ ბათუმიდან იწყებს, წინ დიდი უხერხულობა ელოდება. მას მოუწევს განმარტებები გააკეთოს, რატომ აფარებდა ხელს ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს გადააყოლა. ღარიბაშვილის გუნდის შავი პარასკევი ახალმა პრემიერმა აზარაშვილის გადაყენებით დაიწყო, თუმცა ამით არ ასრულებს.
ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ წმენდის მეორე სერია უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში გაგრძელდა. კობახიძე ღარიბაშვილის კადრებს არც მის ოფისში ტოვებს. ადმინიტრაციის უფროსი გაუშვეს. ასევე, გათავისუფლებულია განათლების ინფასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელი. "პირველების" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პოსტს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც დატოვებს. ადმინისტრაციას ახალი კადრებით თავად კობახიძე დააკომპლექტებს. რაც შეეხება აზარაშვილის შემცვლელს, პრემიერი ახალ მინიტრს ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.