პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანია საპატრიარქოს დაცვის მოტივით - "ოცნება" ზურაბიშვილს ისევ თავს ესხმის
ახალი კამპანია ზურაბიშვილის წინააღმდეგ საპატრიარქოს დაცვის მოტივით დაიწყო. პრეზიდენტზე გაბრაზებული ხელისუფლება შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ მთავარსარდალს თავს დაესხას. ამჯერად საზოგადოებისთვის სენსიტიური თემა აირჩიეს და თითქოს პატრიარქის მხარდასაჭერად ზურაბიშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს. ეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში ჟურნალისტის საპასუხოდ თქვა, რომ საპატრიარქომ ახალი პატრიარქის არჩევის დროს ქართველი ხალხის პროდასავლური განწყობები უნდა გაითვალისწინოს.
ეს იყო პრეზიდენტის მხრიდან მინიშნება, რომ მომავალ პატრიარქს რუსეთთან მჭიდრო კავშირები არ უნდა ჰქონდეს. ლონდონში გაკეთებულ განცხადებას საპატრიაქომ და მასთან ერთად "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანია დაუპირისპირა და ზურაბიშვილი ლამის ეკლესიის მტრად გამოაცხადეს. ამ შტურმის ავტორი კი ის ხელისუფლებაა, რომელიც ბერ-მონაზვნებს და პატრიარქს ფარულად უსმენდა და უთვალთვალებდა, ახლა კი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი გულშემატკივარია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.