როგორ გაიტაცეს პუტინის რეჟიმის მსხვერპლი თბილისის ცენტრიდან და იყო თუ არა საქმის კურსში სუსი?

01.03.24 20:20
როგორ გაიტაცეს პუტინის რეჟიმის მსხვერპლი თბილისის ცენტრიდან და იყო თუ არა საქმის კურსში სუსი?

 

 

თანამშრომლობს თუ არა სუსი რუსულ სპეცსამსახურებთან? ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის ცენტრიდან პუტინის რეჟიმის მსხვერპლი გაიტაცეს. არაერთი მცდელობის  მიუხედავად, ლილუაშვილის უწყებაში იმასაც კი არ ამბობენ, არიან თუ არა ინფორმირებულები ილკან მელიკოვის გატაცების შესახებ. საუუბარია კაცზე, რომელიც რუსეთიდან გამოიქცა და უკან იძულებით დააბრუნეს. სუსი მალავდა, თუმცა ამბავი მას შემდეგ გასკდა, რაც ტერორიზმის ბრალდებით რუსულ ციხეში გამოკეტილმა მელიკოვმა დუმილი დაარღვია.

კაცი ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში მას პუტინის პოლიცია სცემდა და ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდა. რეჟიმს გამოქცეულს კი თბილისის ცენტრში სამოქალაქო ფორმიანმა კაცებმა მიაგნეს და გაიტაცეს, თან ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. მელიკოვი ყვება, რომ საზღვარი იძულებით გადააკვეთინეს, შემდეგ კი იზოლატორიდან იზოლატორში გადაჰყავდათ. ის ამ დროისათვის   ეკატერინბურგის ციხეში იმყოფება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები