სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც უერთდებიან - მეუფე იობის ქადაგება

01.03.24 20:37
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც უერთდებიან - მეუფე იობის ქადაგება

 

 

სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდება მაღალი ამბიონიდან - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც უერთდებიან. "უნდა დადგეს საკითხი, რომ პრეზიდენტი გათავისუფლდეს, თუნდაც უცხოეთში წავიდეს" - ასე მიმართა დღეს რუის ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა ტაძარში შეკრებილ მრევლს. მეუფე იობი ამბობს, რომ სააკაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ეკლესიის წინაშე და მისი პატიმრობა უსამართლობაა. 

მეუფე იობი ერთადერთი არ არის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის მღდელმთვარებიდან, ვინც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლევბას ან უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დღეს ამბიონიდან გაკეთებული განცხადება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია ხელისუფლებისთვის. თავად პარტია კი მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიას განაგრძობს. რამდენიმე დღეში ათასობით ხელმოწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩაბარდება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები