54 მლნ-ნი გარიგება რუსეთთან - საქართველოს რკინიგზა ელმავლების შესაკეთებლად მომსახურებას რუსეთიდან ყიდულობს
საქართველოს რკინიგზის ახალი და 54 მილიონიანი გარიგება რუსეთთან - ელმავლებში გადახდილი 185 მილიონის შემდეგ, რკინიგზა კონტრაქტს ისევ სანქცირებულ კომპანიასთან აფორმებს. თუმცა ახლა ცდილობენ რუსული კვალი ამ პროცესში ისევ დამალონ და მოლაპარაკებებში ქართული კომპანია შემოიყვანეს. რეალურად კი ის მხოლოდ შუამავალია. რკინიგზის ბიუჯეტიდან დიდი ფული ისევ რუსეთში მიდის.
მხოლოდ ბოლო ორ წელში 290 მილიონის ხელშეკრულება რკინიგზამ იმ რუსულ კომპანიებს გაუფორმა, რომელიც მთელი დასავლეთისგან სანქცირებულები არიან. საქართველოს სახელმწიფო კომპანია წლიდან წლამდე სულ უფრო დამოკიდებული ხდება ოკუპანტ ქვეყანაზე. თუკი წინ შემთხვევაში ელმავლების დიდი რაოდნობა რუსეთიდან იყიდეს, ბოლო ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ახლა ამ ელმავლების შესაკეთებლად მოსახურებასაც რუსეთიდან ყდულობენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.