პოლიტიკურ ველზე მთავარი ძალა "ოცნება", ენმ და "გირჩია" - ხვიჩია

01.03.24 21:53
პოლიტიკურ ველზე მთავარი ძალა "ოცნება", ენმ და "გირჩია" - ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია "ტვ პირველის" ეთერში პოლიტიკურ ველზე მყოფ სამ მთავარ ძალას ასახელებს - დეპუტატი განმარტავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ერთმანეთის წინააღმდეგ "ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "გირჩი" იბრძვის, ხოლო სხვა ყველა პარტია ხელისუფლებას, ან ყველაზე დიდ ოპოზიციურ გუნდს მიეკუთვნება.

პარლამენტარი ირწმუნება, მიუხედავად იმისა, რომ მელიამ ენმ დატოვა და ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად "ნაციონალურ მოძრაობისგან" გამოყოფილ და დამოუკიდებელი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს, გადამწყვეტ არჩევნებში ეს ადამიანები კვლავ ნაცმოძრაობის სახელით წარდგებიან.

ვისაც თვალი აქვს უკვე ხედავენ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლა "ქართული ოცნება", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ, "გირჩი" ვართ. სხვა დანარჩენი პარტიები არიან ან "ოცნებასთან", ან ენმ-თან ახლოს. "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებზე 7 პარტიით გადის. გვარამიას და მელიას არ უთქვამთ, ერთად ვართო, ამიტომ ცალ-ცალკე დავთვალეთ. "ოცნება" მათზე იძახის, რომ ესენი ყველანი ნაცები არიანო. "ოცნება" ხშირად ტყუილს ამბობს, მაგრამ არის თემები, სადაც ისინი მართლები არიან", - ამბობს ხვიჩია.

მსგავსი სიახლეები