ეს ადამიანები მავნებლები და ფარისევლები არიან - ბოკერია "ოცნებაზე"

01.03.24 22:13
ეს ადამიანები მავნებლები და ფარისევლები არიან - ბოკერია "ოცნებაზე"

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, გიგა ბოკერია "პოლიტიკური ამბების" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება და მმართველი გუნდის წევრებს მავნებლებსა და ფარისევლებს უწოდებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ფემიციდი, ბავშვებზე ძალადობა, პედოფილია იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომლის წინაშეც საქართველო დგას, ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება საგანგაშო სტატისტიკური მონაცემების შემცირებაზე ზრუნავდეს, მთავრობა არარეალურ საკითხზე არაფრისმომცემი კანონპროექტის შემუშავებას გეგმავს.

ეს ადამიანები არიან ვირეშმაკა, მაიმუნი, მავნებლები, ფარისევლები, რომელთაც რეალური პრობლემები არ აინტერესებთ. ეს თემა აინტერესებთ, რადგან შეუძლიათ საზოგადოების ნაწილის მაინც შეცდომაში შეყვანა, რომ ზოგადად თავისუფლების იდეა და ყველა ამ უმცირესობის ჯგუფის ფუნდამენტური თავისუფლების იდეა არიონ იმ დისკუსიაში, რაც დასავლეთშია და ამით ვითომ, ღირებულებებს იცავენ", - ამბობს ბოკერია.

ცნობისთვის, "ოცნება" ფსევდოლიბერალობის პროპაგანდისგან დაცვის მიზნით, კანონპროექტის შემუშავებასა და პარლამენტში დარეგისტრირებას გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები