ვის გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი "ენმ-ს კლონებში" - რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი
ვის გულისხმოს მიხეილ სააკაშვილი "ენმ-ს კლონებში" - მესამე პრეზიდენტს არ უხსენებია, თუმცა რჩება განცდა რომ მისი სიტყვები ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასკენ იყო მიმართული.
ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილიც "პირველებთან" ამბობს, რომ ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვინ იგულისმა მესამე პრეზიდენტმა მის გზავნილში.
ფავლენიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ენმ-ს კლონირება ვერ გამოვა.
ნაციონალურ მოძრაობის კლონირება ვერ გამოვა. იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყო არის და იქნება და რჩება მონოლითურ ინსტიტუტად და მიხეილ სააკაშვილი რჩება ამ პარტიის ლიდერად. ამიტომ, თუ ვინმე შეეცდება ამ იდეის კოპირებას და ამ პოლიტიკური ორგანიზმის კოპირებას, ის არის ამ შემთხვევაში განწირული მარცხისთვის. მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად პასუხის გაცემა არ იქნება ეთიკური, თუმცა ჩემი აზრით, თეორიულად, ვინ შეიძლება იყოს, გასაგებია. კონკრეტულ სახელ და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გამარჯვების პლატფორმის ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბოლომდე ამ ბრძოლაში", - ამბობს ფავლენიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" კლონები მარცხისთვის არიან განწირული. მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ თანამოაზრეებს პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა.
"ვივა მედის" საკნადქცეული პალატიდან მესამე პრეზიდენტმა მინიშნებებით, დაწერა რომ სხვები "ნაცმოძრაობას" ბაძავენ, თუმცა არჩევნებში გამარჯკვების შანსები არავის აქვს. "მე თამაშებს არ ვთამაშობ, პარტიის კარი ღიაა" - წერს სააკაშვილი ვრცელ მიმართვაში.
აქვე ცნობისთვის, "პირველების" ინფორმაციით, მომავალ კვირას გვარამია და მელია პოლიტურ პარტიებს ოფიციალურად დააფუძნებენ, ამიტომ ახლა საინტერესოა, მათ როგორ გაიგეს სააკაშვილის გზავნილი.