ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - სასამართლო პროცესი იწყება
ხაზარაძე- ჯაფარიძე -წერეთლის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. სხდომათა დარბაზში იმყოფება "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. პროცესს ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელიც, დაესწრება. ვატო წერეთლის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
პოზნერი რესტორანში წელავს, გავრილოვი პარლამენტში, ჩემი ოჯახი სასამართლოში დადის. რუსული ხელისუფლებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სასამართლოში არდაბარება უფრო სირცხვილი იყო, ვიდრე დაბარება, გამორიცხულია, ტვ პირველი გააჩუმოს ხელისუფლებამ, ვივლით სასამართლოში", - ამბობს ვატო წერეთელი.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ შეწყდა, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვეტილიყო. "ლელოს" წევრები ფიქრობენ, საქმის თაროდან ჩამოღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.
ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.