დატოვებს თუ არა ის თანამდებობას რიჟვაძე და განიხილება თუ არა ის ვიცე-პრემიერის პოსტზე - რას ამბობს მაღალჩინოსანი
დატოვებს თუ არა ის თანამდებობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და განიხილება თუ არა ის ვიცე-პრემიერის პოსტზე - თორნიკე რიჟვაძე განცხადებით, ამ ეტაპზე, არ ფლობს არანაირ ინფორმაციას თანადებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო მის შესაძლო დანიშვნას ვიცე-პრემიერად ჭორი უწოდა.
„ამ ეტაპისთვის, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, მე პირადად და რა თქმა უნდა, როგორც წეღან ვთქვი, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის მთავარია ამოცანაა, რაც გვევალება ის საქმე ჩვენი ქვეყნის წინაშე, მათ შორის ჩვენი რეგიონის წინაშე პირნათლად და ჯეროვნად გავაკეთოთ. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ არჩევნებში ჩვენ შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვება.
რაც შეეხება ჩემს ვიცე-პრემიერად შესაძლო დანშვნას, ეს ჭორია და რა თქმა უნდა, ამ ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ... ჭორია, ჭორი! მე ჩემ თავს მივიჩნევ იქ, სადაც ახლა მიწევს საქმის კეთება. მე მივიჩნევ, რომ თქვენთან ერთად 26 ოქტომბერს საღამოს საათებში, კიდევ ერთხელ, ვიზეიმებთ დამაჯერებელი გამარჯვებით“- განაცხადა ჟურნალისტებთან რიჟვაძემ.