ნუ დავდებთ თავს იმაზე, თუ ვის სასარგებლოდ შეიძლება, ჩაერიოს ოკუპანტი ქართულ არჩევნებში - მდინარაძე

02.03.24 15:56
ნუ დავდებთ თავს იმაზე, თუ ვის სასარგებლოდ შეიძლება, ჩაერიოს ოკუპანტი ქართულ არჩევნებში - მდინარაძე

"ნუ დავდებთ თავს იმაზე, თუ ვის სასარგებლოდ შეიძლება, ჩაერიოს ოკუპანტი ქართულ არჩევნებში", - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აჭარაში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

მდინარაძე განმარტავს, რომ პუტინი უკრაინის მხარდამჭერ ამერიკის პრეზიდენტის, ბაიდენის მიერ გატარებულ პოლიტიკასაც კი აქებს.

როდესაც რუსეთის ლიდერი ძალიან აქებს დემოკრატ ბაიდენს, რომელიც არის თანამედროვე სამყაროში უკრაინის მთავარი მხარდამჭერი რუსეთთან ომში, მათ შორის, ქმედითი მხარდამჭერი, და რუსეთის პრეზიდენტი მას აქებს და ამბობს, რომ ის ჩვენ გვაწყობსო, არაფერი არ არის გამორიცხული. ამიტომ, მოდით, იმაზეც ნუ დავდებთ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში. ეს არავინ იცის, რა პოლიტიკას განსაზღვრავს. გამოდგება რომელიღაც რუსი პროპაგანდისტი ან პოლიტიკოსი, შეაქებს ქართულ პრაგმატულ პოლიტიკას და რადგან ჩვენ იმავე სიტყვას ვიყენებთ, ასე პრიმიტიულად ხდება შეფასება: „პრაგმატული თქვენც ახსენეთ, იმათაც ახსენეს და ეს არ ნიშნავს, თქვენს რუსულ ვექტორს?“ - ასე პრიმიტიულად ნუ შევხედავთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

რუსეთის ჩარევის საფრთხე  საქართველოს  გადამწყვეტ არჩევნებში -  ვის სასარგებლოდ იმუშავებენ რუსული სპეცსამსახურები, ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა პარტნიორებს აფრთხილებს, რომ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი,  რუსების  მონაწილეობით არჩევნების ჩატარება კი  ქვეყნისთვის საბოლოო განაჩენი იქნება. 

მსგავსი სიახლეები