ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" დებატებში იწვევს

02.03.24 17:04
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" დებატებში იწვევს

ოპოზიცია ქართულ ოცნებას დებატებში იწვევს - ირაკლი ღარიბაშვილის ახალი მუქარების შემდეგ პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ დამალობანას თამაში უნდა დასრულდეს. ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებში ხელისუფლების ოპონენტებმა დამარცხების შიში ამოიკითხა. ღარიბაშვილმა დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ 100 დღის განმავლობაში, პარტიის შემცირებული რეიტინგის გაზრდას, გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან მუშაობით გეგმავს და ოპოზიციის დისკრედიტაცია დაიწყო. 

"შავი კამპანია რომ თითქოს ყველა ერთია - ვერ იმუშავებს" - ამბობენ ოპოზიციაში. ოლიგარქის პარტია უკვე მოქმედებაზეა გადასული, თუმცა მიზნისკენ მიმავალი გზები ოპოზიციისთვის სუსტი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები