სამბოს ფედერაციის ერთკაციან არჩევნებში ქართული ოცნების შემწირველმა გაიმარჯვა
სამბოს ფედერაციის ერთკაციან არჩევნებში ქართული ოცნების შემწირველმა გაიმარჯვა. სპორტსმენების ბედი ოთხი წლით გია გაზდელიანს ჩააბარეს. უკონკურენტოო არჩევნებში გამარჯვებულ გაზდელიანს ახლა სპორტსმენების ხელშეწყობა დაევალა.
ჩნდება კითხვაა, როგორ მოაგვარებს გაზდელიანი კონფლიქტს, რომელიც ორგანიზაციასა და თეა წულუკიანს შორის არსებობდა.
ძველ ხელმძღვანელთან დაპირისპირების გამო, თეა წულუკიანმა სპორტსმენები ფაქტობრივად უყურადღებოდ დატოვა და ფინანსური წყაროები შეუზღუდა. ახლა კი არსებობს ვარაუდი, რომ გაზდელიანის დანიშვნით წულუკიანმა საკუთარი გავლენები სამბოს ფედერაციაში გააძლიერა.