ვინ არის პირველი? - ღარიბაშვილ-კალაძის დაპირისპირების ექსკლუზიური დეტალები
ბრძოლა ძალაუფლებისთვის "ქართულ ოცნებაში" "შაბათის ეთერს" მმართველი პარტიიდან უყვებიან, რომ გადაყენებულ პრემიერ მინისტრს მართვის სადავეები არ მისცეს.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება. პარტიაში ყველაფერს ისევ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე წყვეტენ. მართვის ძალაუფლება კი კახა კალაძის ხელშია.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილებების მიღება მოინდომა, კალაძემ ამის უფლება არ მისცა. რასაც თბილისის მერსა და პარტიის თავმჯდომარეს შორის კონფლიქტი მოყვა.
"გუნდს ახლა სჭირდება, რომ ახლა ღარიბაშვილი ფორმალური ფიგურა იყოს"- ჰყვება "მელაძის შაბათთან" ინფორმირებული ადამიანი მმართველი პარტიიდან. ღარიბაშვილი რეგიონებში ივლის და ამით ფორმალური ერთიანობის დემონსტრირება მოხდება, თუმცა რეალურად გადაწყვეტილებების მიღების უფლება მას აღარ ექნება.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, ერთადერთი მიზეზი რის გამოც ღარიბაშვილი სახლში საბოლოოდ გაშვებას გადარჩა, მოახლოებული არჩევნებია. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "ოცნებამ" ვერ გარისკა თუნდაც ის მცირე ელექტორატი გაეგნებინებინა, ვინც ღარიბაშვილს უჭერს მხარს პარტიაში. თავმჯდომარედ მისულ ექს პრემიერს მმართველ რგოლში მისთვის სანდო ხალხის მიყვანის უფლებაც არ მისცეს.
გადასცა თუ არა ირაკლი კობახიძემ პარტიის მართვის სადავეები ირაკლი ღარიბაშვილს, ანუ ვის არის უფროსი დავალებების გამცემი პირი? "ქართულ ოცნებაში" ისეთი ქაოსია, რომ ეს კითხვა ყველა დეპუტატს აბნევს.
"ქართული ოცნების" ვარამი - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი