ჟურნალისტური გამოძიება - რის სანაცვლოდ ჩუქნიან ივანიშვილის ნათესავებს "სიყვარულისა და პატივისცემის" ნიშნად ბიზნესის წილებს?

02.03.24 21:24
ჟურნალისტური გამოძიება - რის სანაცვლოდ ჩუქნიან ივანიშვილის ნათესავებს "სიყვარულისა და პატივისცემის" ნიშნად ბიზნესის წილებს?

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება - რის სანაცვლოდ ჩუქნიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს "სიყვარულისა და პატივისცემის" ნიშნად ბიზნესის წილებს? 

დგინდება, რომ 17 ჰექტარზე გაშენებული მოცვის პლანტაციების მფლობელი კომპანია "ბლუ ფილდია". აღნიშნული კომპანიის 12,50 %ის მფლობელი კი უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმა,  კოკა კოკოლაშვილია.  ბიზნესის წილი ქვეყნის მმართველი ოლიგარქის ახლო გარემოცვის წევრმა საჩუქრად მიიღო, ამ გარიგებიდან ორ თვეში კი სახელმწიფომ მამაცაშვილის ცოლის ძმის კომპანიას წყალტუბოს რაიონში ტერიტორია, კვადრატულ მეტრი 60 თეთრად მისცა. 

დოკუმენტებით რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა დგინდება, რომ 2021 წლის 21 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ გამოსცა განკარგულება და 189 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, ქუთაისსა და წყალტუბოს შორის პირდაპირი მიყიდვის წესით, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმას 113 ათას 775 ლარად გადასცა. ანუ კვადრატული დაახლოებით 60 თეთრად, ოღონდ ამ ფულის გადასახდელი ვადაც ერთ წელზე გაუნაწილეს. 

"შაბათის ეთერმა"  მოცვის ბიზნესში  უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმის ბიზნეს პარტნიორი დავით დოხნაძე ჩაწერა.  კომპანია "ბლუ ფილდში"  კოკა კოკოლაშივლი სწორედ მან შემოიყვანა და 2021 წლის 4 მაისს, ბიზნესის წილის 10% "პატივისცემისა და სიყვარულის" ნიშნად აჩუქა, ამის შემდეგ, 2021 წლის 2 ივლისს  ისევ "სიყვარულისა და პატივიცეის" ნიშნად, ბიძინა ივანიშვილი ნათესავს ბიზნესის წილი, ჯამში ორ ნახევარი პროცენტი ბლუ ფილდის სხვა მეწილეებმა აჩუქეს. 


 

მსგავსი სიახლეები