მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თელავში და გურჯაანში გრძელდება

02.03.24 18:03
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თელავში და გურჯაანში გრძელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თელავში და გურჯაანში გრძელდება. 

სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ხალხის ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით აუცილებლად დასრულდება: 

 „დღეს უკვე ვიყავით თელავში, ახლა ვართ გურჯაანში. დილიდან ადამიანების ნაკადი არ წყდება, მოდიან, რათა სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ სთხოვონ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთგული ადამიანები, რომლებიც ასეთ ამინდშიც კი დილიდან ჩვენ გვერდით და არ წყდება ნაკადი. დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო ერთგულებისთვის პირველ რიგში და იმ იდეის გარეშემო ყოფნისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია და მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამ ბრძოლას ერთად მივიყვანთ ბოლომდე და აუცილებლად ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს და ძალიან მალე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი იქნება ჩვენთან ერთად.“-  განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები