ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომელიც მკვლელ ნარკოტიკზე დამოკიდებულებამ წამლის ე.წ. კურიერად აქცია
ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომელიც მკვლელ ნარკოტიკზე დამოკიდებულებამ წამლის კურიერად აქცია - "შაბათის ეთერმა" ჩაწერა 27 წლის ახალგაზრდა, ე.წ დამდები რომლის მონაცემებიც დილერებმა ნარკოტიკების მოპარვის გამო ღია სივრცეში გაასაჯაროვეს. „შაბათის ეთერთან პირველ ინტერვიუში ე.წ. კურიერი უმძიმს ისტორიას ჰყვება და ამტკიცებს რომ ე,წ. დამდებად დარეგისტრირება მკვლელ ნარკოტიკზე დამოკიდებულებამ გადააწყვეტინა.
კაცი ჰყვება, რომ როდესაც მისი და ოჯახის ყველა ფინანსური რესურსი ამოწურა, როდესაც გასაყიდი და დასალომბარდებელი აღარაფერი დარჩა, უმძიმეს რეალობაში მარტო აღმოჩნდა. დამოკიდებულება და ნარკოტიკის მიღების სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთადერთი გამოსავალი ნარკოტიკების მისაღებად ეს გზა იპოვა.
27 წლის ახალგაზრდაზე ახლა ე.წ. ბარიგებს ძებნა აქვთ გამოცხადებული. მის დასასჯელად კი ერთ-ერთ დიდ ონლაინ ჯგუფი, "ბორჯომას" კლანი ნადირობს. ე.წ. კურიერის ცემაზე ჯილდოც კი არის დაწესებული.