სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები ენმ ხელმოწერებს სამეგრელოში აგროვებს
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ენმ-ს ნაწილი ხელმოწერებს სამეგრელოს სოფლებში, მეორე ნაწილი კი ზუგდიდი პარტიულ ოფისში აგროვებს.
სამეგრელოშია სოფო ჯაფარიძეც. სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის თქმით, დოკუმენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პირადად ჩააბარებს. სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალბეას ამჯერად ანაკლიიდან და ზუგდიდიდან სთხოვენ.
შევხვდი აქაურ მოსახლეებს, ისინი აწერენ ხელს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და მათი პოზიცია არის ერთი, რომ ადამიანი, რომელიც არის ამ ყველაფრის შემოქმედი, ამ ყველაფრის არქიტექტორი და ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ყველაფრის მშენებლობას, აღმშენებლობას, უპირობოდ უნდა იქნეს თავისუფალი. შევხვდით უამრავ ადამიანს და ისინი სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.