ენმ-მ სამეგრელოს რეგიონალური საბჭო დააფუძნა

03.03.24 16:48
ენმ-მ სამეგრელოს რეგიონალური საბჭო დააფუძნა

ენმ-მ სამეგრელოს რეგიონალური საბჭო დააფუძნა. ღონისძიება წალენჯიხაში გაიმართა. საბჭოს ხელმძღვანელად წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა წარადგინეს. 

საბჭოს თავმდჯომარემ სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის ღირსებებსა და ქვეყნის წინაშე დამსახურებაზე ისაუბრა. 

ის გახლავთ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა, ხოლო საკუთარი სიცოცხლის შემდგომ ეტაპზე მაღალი ტრიბუნებიდან, დიდი ევროპული კარიერიდან, ჩამოვიდა როგორც პუტინის ტყვე, მძევალსაქართველოში, გისოსებში მოქცეულ საქართველოში და საკუთარი თავისუფლება და საკუთარი სიცოცხლე ქართველ ხალხს ჩააბარა, რათა მათთან ერთად ებრძოლა ამ ბოროტების, პუტინის იმპერიისგან გასათავისუფლებლად. ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი!, - თქვა ხარჩილავამ.

შეხვედრას ესქრება მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, პარტიის თავმჯდომარე და  მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები