სამეგრელოში, რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს ადამიანი, რომელსაც გამარჯვების გამოცდილება აქვს - ხაბეიშვილი
„სამეგრელოში, ენმ-ს რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელად ადგილობრივებმა აირჩიეს გია ხარჩილავა, ადამიანი, რომელსაც აქვს გამარჯვების გამოცდილება," - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საუბრობს. სამეგრელოში გამართულ პარტიულ ღონისძიებაზე ოპოზიციონერმა ლიდერმა მოახლოებული არჩევნების და მიხეილ სააკაშვილის გათვაისუფლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად შეგროვილი ხელმოწერების რადოენობა უკვე ასი ათასს აღწევს, რომელიც უახლოეს მომავალში პრეზიდენტს გადაეგზავნება.
სამეგრელოში, რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს ადგილობრივებმა გია ხარჩილავა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი, რომელსაც აქვს გამარჯვების, საქმის კეთების გამოცდილება, წალენჯიხელებისთვის, ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, ქართველმა ხალხმა გამოიყენოს, რომ მეტი სარგებელი ჰქონდეს ხალხს, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. შესაბამისად, ამავე ღონისძიებაზე დღეს თქვენ ნახეთ, რომ ასობით ჩვენმა თანამოქალაქემ ადგილზე საჯაროდ მოაწერა ხელი პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და ასეთი ხელმოწერა ამ დროისთვის უკვე ასი ათასამდე არის შეგროვებული და უახლოეს პერიოდში ამ ხელმოწერებით მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, რომ მას ეყოს გამბედაობა და გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი იმისთვის, რომ არჩევნები მინიმალურად სამართლიან პირობებში ჩატარდეს,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.