სხდომაზე ექსპერტებმა თქვეს, რომ ჩემი მუშტი ყოფილა ბლაგვი საგანი - გიგი უგულავა

02.07.21 16:16
სხდომაზე ექსპერტებმა თქვეს, რომ ჩემი მუშტი ყოფილა ბლაგვი საგანი - გიგი უგულავა

ექსპერტებმა თქვეს, რომ ჩემი მუშტი ყოფილა ბლაგვი საგანი, - ამის შესახებ სასამართლო პროცესიდან გამოსულმა გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავა საქმის აბსურდულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოძიებას შემთხვევის ადგილიდან კამერების ჩანაწერების ამოღება არ აწყობს, რადგან ამ ჩანაწერებით დადგინდება, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს. 

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გრენლანდია აღმოჩინა. მოიყვანა ექსპერტები შსს-ს უწყების, რომლებმაც უთხრეს, რომ აი, ეს მუშტი არის თურმე ბლაგვი საგანი. მე მოსამართლეს ვუთხარი, რომ აი, ახლა რომ ვეცე და ჩემი მუშტი, ეს ბლაგვი საგანი დავარტყა რომელიმე მანდატურს, მაგ მუხლით აღიძვრება თუ არა საქმე? კი, ამ მუხლით აღიძვრება, რომელიც დღეს მაქვს. ხოდა, მითხარით, აი, ამ დარბაზში 8 კამერა რომ არის დაყენებული, იმას ამოიღებთ თუ არა, ამოიღებთ-თქო? ამაზე პროკურატურას აქვსო, რომ ეს ნაკლებად მძიმე საქმეაო და არ ამოიღესო. არ უნდათ ამოღება, იმიტომ, რომ ამ კამერებით სიმართლე დადგინდება, რომ ეს არის სიტემური დანაშაული, ეს არის დავალებით მოგზავნილი ტიპი, რომ ეს არის სუს-ი. ეს არის პირადად ივანიშვილის დავალება, პირადად ივანიშვილის შურისძიება, - განაცხადა უგულავამ. 
 

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამოძიება პოლიტიკოსს ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ცემას ედავება.

მსგავსი სიახლეები