ადამიანი, რომელიც ყავარჯნებით მოდის და ხელს აწერს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ჩემში გაოცებას იწვევს - თემურ ჯანაშია
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უამრავი ადამიანი უერთდება. ოპოზიციის წევრის თქმით, პეტიციაზე ხელმოსაწერად მოქალაქეები რიგში დგანან, მოდიან ისეთებიც, რომლებსაც სიარულიც კი უჭირთ.
გრძელდება ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. თქვენ ხედავთ, რაოდენ აქტიურია ეს ხალხი და ჩემში რაც გაოცებას იწვევს, ადამიანი, რომელიც ნაოპერაციები ფეხით, ყავარჯნებით მოდის და ხელს აწერს ამ მოთხოვნას, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ხალხი არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ეს ხალხი არის ქვეყნის პატრიოტები, რომლებიც მოითხოვენ, რომ გაათავისუფლონ ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკური დევნის ქვეშ,- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.