ივანიშვილის გარემოცვას ქონებას ჩალის ფასად აჩუქეს - ღარიბაშილის კიდევ ერთი გადამალული განკარგულება
ღარიბაშვილის გადამალული განკარგულებები პანდორას ყუთებივით იხსნება. კიდევ ერთი გასაიდუმლოებული დოკუმენტი ამჯერადაც შაბათის ეთერმა მოიპოვა. გაირკვა, რომ ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილის ნათესავს თითქმის 19 ჰექტარიი მიწა ჩალის ფასად მისცა - კვადრატული მხოლოდ 60 თეთრად.
მიწამდე კი უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმას ბიზნესის წილი აჩუქეს. სახელმწიფო მიწაზე მოყვანილი მოცვი რუსეთში იყიდება. ექსპორტი ბოლო სამ წელში ხუთასი პროცენტითაა გაზრდილი.
ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ოპოზიციამ ანტიკორფციულ ბიუროს საჯაროდ მიმართა - დაინტერესდეს სავარაუდო კორუფციული გარიგებით, რადგან დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ჩნდება ეჭვი, რომ ივანიშვილის ნათესავს ბიზნეს წილები სახელმწიფოსთან ჩაწყობილი საქმის სანაცვლოდ გადასცეს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.