ნადირობა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებზე - ღარიბაშვილის აღიარება
ხელისუფლების დაკარგვის შიში და ბრძოლა ხმებისთვის - 2024 წლის არჩევნებამდე რვა თვით ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა, პრაქტიკულად, აღიარა, რომ ე.წ გადაუწყევეტელი ამომრჩევლის ხმებზე ნადირობა დაიწყეს. ივანიშვილის გუნდი ახლა იმ ხალხის მიმხრობაზეა კონცენტრირებული, რომლებსაც არცერთი პარტია არ მოსწონთ. "ოცნება" ფიქრობს, რომ გადაუწყვეტლების პრობლემას ღარიბაშვილის რეგიონული ტურნე მოაგვარებს. არადა, როგორც წესი, ეს ის კატეგორიაა, რომელიც კენჭისყრის დღეს არჩევანს ოპოზიციაზე აკეთებს და არა მმართველ გუნდზე. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ მოქალაქე საარჩევნო უბანზე გამოცხადდება. თუ ე.წ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე, მის ხმას ადმინისტრაციული რესუსრების გამოყენებით სახელისუფლებო ძალა მიიტაცებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.