ყველა მოწმე საჩვენო ჩვენებას აძლევს - ხაზარაძე

02.07.21 16:16
ყველა მოწმე საჩვენო ჩვენებას აძლევს - ხაზარაძე

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ხაზარაძის თქმით, პროცესზე არც ერთ მოწმეს მათი საწინააღმდეგო ჩვენება არ მიუცია.

ყველა მოწმე, რომელიც მოჰყავთ, ყველა საჩვენო ჩვენებას აძლევს, საუბარია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებზე, ყველა ადასტურებს, რომ არანაირი დარღვევის ნიშნები არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, უნდა დავჯარიმებულიყავით იმ დროს. დასკვნა ერთია - ესაა მცდელობა ჩვენი დისკრედიტაციისთვის, რაც არ გამოუვიდათ. ეს იქნება პრეცედენტი იმისა, რომ ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი, სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს, იმ ნიჰილიზმს, რომელიც "ოცნებამ" დანერგა, გავტეხავთ, არ დავუთმობთ არც ერთ ბრალდება არავის, ჩვენზე რომ ეს ხდება, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იჩაგრება. 

მიდის ტორპედირება შარლ მიშელის დოკუმენტის, მიდის ის პროცესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩააბეტონონ კლანი სასამართლოში, დადგება დრო, როცა ამ ეზოში ჯანსაღი, ახალგაზრდა, ნიჭიერი, სუფთა მოსამართლეებითა და პატიოსანი პროკურორებით დაკომპლექტებული სისტემა დაიწყებს იმ მძარცველების გასამართლებას, რომლებიც ბოლო 9 წლის განმავლობაში, ან მანამდე ძარცვავდნენ ჩვენს ქვეყანას", - ამბობს ხაზარაძე.