მთავრობის სხდომა გაუქმდა - პრემიერი აზარაშვილის შემცვლელს ვერ პოულობს
დღეს ჩანიშნული მთავრობის სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრს ჯანდაცვის ახალი მინისტრის და ასევე მთავრობის ადმინისტრაციი ხელმძღვანელის კანდიდატები უნდა წარედგინა, გაუქმდა. ირაკლი კობახიძე კანდიდატებს ვერ პოულობს. "პირველების" ინფორმაციით, პრემიერს რამდენიმე ადამიანმა შეთავაზებაზე უარი უკვე უთხრა.
ის, რომ კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ყოფნა არავის უნდა, ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ არის. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ 2024 წლის არჩევნებშ "ოცნებას" დამარცხება გარანტირბეული აქვს და წაგებულ თამაშში შესვლა არავის სურს.
ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ აბსოლუტურად დისფუნქციურია "ქართული ოცნება", რომელიც არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც აღარ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზოს ქართველ ხალხს. "ქართულ ოცნებას" წინ ელოდება ძალიან მძიმე კრახი არჩევნებზე და რა თქმა უნდა, ამ კრახის მოლოდინში ალბათ ნაკლები მსურველია, რომ გახდეს კობახიძის კაბინეტის წევრი, იმიტომ, რომ არავის უნდა, რომ იყოს თანამონაწილე იმ გარდაუვალი მარცხის, რაც ელოება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტს, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
"ხალხის ძალა" კი ამტკიცებს, რომ პრემიერს კანდიდატის შესარჩევად ფიქრი და დრო სჭირდება და ამაში გასაკვირი არაფერია.
"ტვ პირველი" იქამდეც მივიდა, რომ ფიქრის უფლებაც აუკრძალა პრემიერ-მინისტრს, ამენს რატომ ფიქრობს ჯანდაცვის მინისტრზე და ეს არ გეკადრებათ, იმიტომ, რომ თქვენ დემოკრატიას ქადაგებთ და ფიქრის უფლება ხომ აქვს პრემიერ-მინისტრს? დარწმუნებული ვარ, რომ იქნება კომპეტენტური ადამიანი, ვისაც შეარჩევს. ზეწოალს ახორციელებთ პრემიერ-მინისტრზე, რომ ნუ ფიქრობს ამდენს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ღარიბაშილის გუნდის წევრი, ზურაბ აზარაშილი პოსტიდან ისე გაუშვა, რომ ახალი მინისტროსბი კანდიდატი შერჩეული არ ჰყავდა. "პირველების" ინფორმაციით, მტავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ქმენდა დღესაც გაგრძელდება. გამორიცხული არ არის, თანამებობის დატოვება ლერი ბარნაბიშვილსაც მოუწიოს.