ანტიკორუფციული ბიურო გამოძიების ბერკეტის გარეშე - ოპოზიცია "ოცნებას" კორუფციასთან მოჩვენებით ბრძოლაში ადანაშაულებს

04.03.24 12:00
ანტიკორუფციული ბიურო გამოძიების ბერკეტის გარეშე - ოპოზიცია "ოცნებას" კორუფციასთან მოჩვენებით ბრძოლაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" მოჩვენებითი ბრძოლა  კორუფციასთან - ევროკავშირის მოთხოვნის მიუხედავად, ანტიკორუფციულ ბიუროს მმართველი პარტია გამოძიების ბერკეტს მაინც არ აძლევს.

პარლამენტში ახლა მხოლოდ კანონში ფორმალურად შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ არ იცვლება მთავარი -  ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესი, არადა "ოცნებას" უთხრეს, რომ ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი  პარლამენტმა მრავალპარტიული მხარდაჭერით უნდა  დანიშნოს.

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უწყებას ანგარიშვალდებულება პარლამენტთან უნდა ჰქონდეს და არა პრემიერთან.

საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ ოპოზიცია სპეკულირებს ამ საკითხით და ამტკიცებენ, რომ ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ხდება.

რადიკალურ ოპოზიციას ყველაფეირ რომ უკუღმა ესმის, ეს ახალი ამბავი არ არის. ევროპული სტანდარტი, რაც არის და თვითონ არ მოსწონთ, ამბობენ, რომ არის რუსული და არადემოკრატიული8 და ის, რაც თვოითონ მოსწონთ არის ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი, იმას ასაღებენ ევროპულად და ეს კინო უკვე ნანახი აქვს საზოგადოებას, ვენეციის კომ ისიის რეკომენდაციების გამო ხდება ეს ცვლილებები," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ოპოზიცია თვლის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად არ ინიშნება და ეს უნდა შეიცვალოს. 

ანტიკორუფციული სასამახური დღევანდელი ფორმით არ შეესაბამება იმ რეკომენდაციას, რაც ევროკავშირმა გფასცა. განსაკუთრებით მისი დანიშვნის წესში, ხოლო ის, რომ ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს მაღალი იმუნიტეტი, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, მე ეს არ მიმაჩნია სადაოდ," - ამბობს რომან გოცირიძე.

 

მსგავსი სიახლეები