ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს ივანიშვილის ქონებით - მანჯგალაძე
"ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს ივანიშვილის ქონებით," - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აკეთებს.
როგორც მანჯგალაძე ამბობს, ცვლილებები, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში შედის, რეალურად იმას არ ემსახურება, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებშია.
ანტიკორუფციულს ნამდვილად უფლებამოსილების გაზრდა იმუნიტეტის ნაწილში არ სჭირდება, ანტიკორუფციულმა უნდა იმუშაოს სინდისიერად. თუ ის მართლა ანტიკორუფციული ბიურო არის, კორუფციის ყველაზე დიდი წყარო არის "ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი და უნდა დაინტერესდეს ბიძინა ივანიშვილის ქონებით," - ამბობს მანჯგალაძე.