სკანდალი: აზარაშვილი მიანიშნებს, რომ "მძლავრი დაჯგუფებების ბიზნეს ინტერესებს" შეეწირა
"მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა," - ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წერს.
მინისტრი არ მალავს, რომ "მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესები" არსებობს და რომ მას უწევდა ამასთან გამკლავება. თუმცა ვინ იგულისხმება ამ "დაჯგუფებაში" ყოფილი მინისტრი არ წერს.
როგორც აზარაშვილი ამბობს, "ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე".
აზარაშვილი სოციალურ ქსელში წერს მისი მიღწევების შესახებ და ასევე, ამბობს, რომ პიარს ის დიდ დროს არ უთმობდა.
ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე.
ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა.
წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად," - წერს ზურაბ აზარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ღარიბაშილის გუნდის წევრი, ზურაბ აზარაშილი პოსტიდან ისე გაუშვა, რომ ახალი მინისტრობის კანდიდატი შერჩეული არ ჰყავდა. "პირველების" ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ქმენდა დღესაც გაგრძელდება.